რა რეკომენდაციები მისცა პატრიარქმა ტაძრის წინამძღვრებს

03 აპრილი 2020, 11:55 385 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, რეკომენდაციები ტაძრების წინამძღვრებს სმს გაეგზავნა, სადაც წერია, რომ ხვალიდან ლოცვები უნდა დაიწყონ 4:00 საათზე და ტაძარი დაკეტონ 20:00 საათისთვის.

"დღეს ამ სმს შეტყობინებას მიიღებენ ტაძრების წინამძღვრები.

გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები"- წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში