საქართველოში ერთადერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. ის, რომ მედ პერსონალი დაინფიცირდა ამის შესახებ ჯერ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა, შემდეგ კი ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაუდასტურა.
მოგვიანებით განმარტება გააკეთა მედალფას დირექტორმა ლევან ანთაძემაც და ამბობს, რომ ექთანი ახლა გადაჰყავთ სამკურნალოდ მედალფას კლინიკაში, ის ინფექციური საავადმყოდოს მედპერსონალია. გადმოცემით იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აჭარის მაუწყებელთან თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა, კლინიკის დაინფიცირებულ პერსონალზე. თქვა, რომ საქართველოში ჯერ პირველი ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა. ქვეყანაში უსაფრთხოების ძალიან კარგი ზომებია მიღებული, რომ ერთზე მეტი ინფიცირებული არ გვყავს აბსოლუტური გარანტია, რომ სამედიცინო მუშაკები 24 საათზე ავადმყოფთან ატარებს იმის 100% განცდა რომ მას არ დაემართება გამორიცხულია. ასევე აღნიშნა, რომ საუბარია ექთანზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექთანთან კონტაქტში მყოფი 15-მდე პირი თვითიზოლაციაშია. მათი თქმით შესწავლილია, როგორც საოჯახო, ასევე სამსახურებრივი კონტატქები.