აბდელჰაკ ნური 3 წლის შემდეგ კომიდან გამოვიდა

27 მარტი 2020, 10:38 1326 ნახვა

ამსტერდამის ,,აიაქსის'' ყოფილი ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური 2 წლისა და 9 თვის შემდეგ კომიდან გამოვიდა. ინფორმაცია ფეხბურთელის ძმამ დაადასტურა. ძმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით აბდელჰაკს უკვე შეუძლია ჭამა, თავლებით კონტაქტი და ფეხბურთს უკვე ხშირად უყურებს.

2017 წლის 8 ივლისს ,,აიაქსი'' და ვერდერის ,,ბერმენი'' ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ. შეხვედრის მიმდინარებისას კი მძიმე შეტაკებისას ფეხბურთელმა ტვინის ძლიერი დაზიანება მიიღო. ნურიმ ამსტერდამელთა ახალგაზრდულ და ძირითად შემადგენლობაში 54 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა. 22 წლის აბდელჰაკს ჰოლანდიის 15-დან 18 წლამდე ყველა ნაკრებში უთამაშია და 36 შეხვედრაში მის ანგარიშზე 14 გოლია

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში