მარნეულიდან ჩამოსული სამი პირი, პოლიციამ ბათუმში მშენებარე ობიექტიდან გაიყვანა

25 მარტი 2020, 20:00 9492 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს დილით, ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე 3 ადამიანი პოლიციამ საკარანტინო ზონაში გადაიყვანა. სავარაუდოდ ისინი მშენებლობაზე მუშაობდნენ და მარნეულში ცხოვრობენ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ია ჩხაიძე ამბობს, რომ მათ აქვთ დირექტივა, ყველა პირი, რომელიც მარნეულიდან 20 მარტიდან შემდეგ შემოვიდა რეგიონში, ავიყვანოთ კონტროლზე. ეს სამი ადამიანი, 20 რიცხვის შემდეგ იყვნენ შემოსულები და ბუნებრივია ისინი გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში. 

"ყველა პირის, რომელიც 20 რიცხვიდან არის მარნეულიდან გამოსული, მათი აღრიცხვა ხდება. თუ მათ ქალაქში აქვთ საცხოვრებელი სახლი თვითიზოლაციაში გადაგვყავს, თუ არ აქვთ ასეთი ადგილი, მაშინ საკარანტინე ზონაში.  სამი პირიდან, ვიზეც საუბრობთ, სამმივე ჯანმრთელი იყო, მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. ერთს არ ჰქონდა საცხოვრებელი ფართი ბათუმში და გადავიყვანეთ მაინც კარანტინში, ხოლო დანარჩენ ორი სახლში დარჩნენ თვითიზოლაციაში" - ამბობს ია ჩხაიძე.

მაუწყებლის წყაროს ინფორმაციით, ისინი დღეს ჩამოვიდნენ ბათუმში და "მეტრო სითი ლენჯერის" მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯანდაცვაში კი ირწმუნებიან, რომ მუშები არა დღეს, არამედ 20 მარტის შემდეგ იყვნენ ბათუმში ჩამოსულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.

მარნეულში საკარანტინო მდგომარეობა 22 მარტს, გვიან ღამით გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 62 წლის ქალბატონო კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მას 80 მეტი კონტაქტი ჰქონდა სხვა პირებთან.

ინფიცირებული ქალი თბილისში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. მარნეულში კი საგანგებო ვითარებაა, რეგიონში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. გზებს ჯარი და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში