ჩინეთის ნაჩუქარი სწრაფი ტესტები საქართველოშია 

25 მარტი 2020, 18:59 1109 ნახვა

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი ტესტები საქართველოში ჩამოვიდა. კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების არის.

"სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია." - ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. 

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი