ბათუმის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების საქველმოქმედო აქცია - კოვიდ 19

22 მარტი 2020, 18:08 8534 ნახვა

ბათუმში მოქალაქეებმა იმ ოჯახებისთვის დაიწყეს პროდუქტების შეგროვება, რომლებსაც პანდემიის გამო, ყოველდღიური შემოსავლისა და საკვების პრობლემა აქვთ. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ მეზობლებმა პროდუქტების მოგროვება დაიწყეს და რაღაც რაოდენობის მარაგიც დაუგროვდათ. სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნა და სხვებს მოუწოდა აქციაში ჩაერთონ.

''ს. ხიმშიაშვილის 20 ა. ბ. ც. კორპუსის მეზობლებმა დავიწყეთ პროდუქტების მოგროვება ხელმოკლე ოჯახებისთვის გიწვევთ სხვა კორპუსებს,ერთად ვაკეთოთ სიკეთე,ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს!!'' - წერს მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი