ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი ერთი პაციენტის მონაცემები საეჭვოა - იგზავნება ლუგარში   

20 მარტი 2020, 12:55 773 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი ერთი პაციენტის მონაცემები საეჭვოა, ამიტომ მისი ანალიზები დამატებით ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. მათი თქმით, ადგილზე გაკეთებული ტესტის შედეგად გაუჩნდათ ეჭვი და უნდა გადაამოწმონ.  

დღეს დილით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა დავით მურვანიძემ განაცხადა, რომ ორი პაციენტი მათთან საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. უკავშირდება თუ არა საეჭვო მონაცემი კარანტინიდან გადაყვანილ პირს, ამაზე განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. 

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი აქვს თუ არა პაციენტს covid19-ი. 

"ჩვენ გვაქვს ახალი, სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მასშტაბით მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს დადასტურებულად კორონავირუსი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კარგად გრძნობს თავს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში