ქობულეთში ქუჩებისა და სოფლების კურთხევა მიმდინარეობს

19 მარტი 2020, 12:35 2670 ნახვა

ქობულეთის 5-სოფელსა და ქალაქში სასულიერო პირები ფეხით მსვლელობას მართავენ. შესრულდება ქალაქის კურთხევის ცერემონიალი. 11-საათზე, ქობულეთის, წმინდა კირიონ კათალიკოსის სახელობის ტაძარში წყალი აკურთხეს, შესრულდა მცირე აიაზმა, რომელსაც სასულიერო პირები და სტიქაროსნები უძღვებოდნენ.

სასულიერო პირები რუსთაველის, აღმაშენებლის  ქუჩებსა და ფიჭვნარის ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. მოხდება სოფლების: ბობოყვათი, თეთროსანი, გვარა, ლეღვა და ჩეხედანას კურთხევაც. ქალაქის კურთხევა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით სრულდება. კურთხევა აჭარის რეგიონში, დღის 12-საათზე დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის კავშირში ქალაქის კურთხევა ეპიდემიასთან და ეკლესიას რა როლი და ფუნქცია აქვს ასეთ დროს? დეკანოზის თქმით, ჟამიანობის დროს ეს იყო ერთადერთი გამოსავალი.

"ჟამიანობის დროს ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ეკლესია მიმართავდა. ეს აძლიერებდა მოსახლეობას სულიერად და სწორედ ამიტომ მივიღეთ ახლაც ეს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი, მათ შორის განსაცდელიც უფლისგან მოდის და მტკიცედ უნდა შევხვდეთ, რომ ეს ყველაფერი დავძლიოთ"- განაცხადა დეკანოზმა მიქაელ სულამანიძემ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში