ამ ეტაპზე კომუნალური გადასახდების გადავადების საკითხი არ დგას - ეკონომიკის მინისტრი

18 მარტი 2020, 15:15 4285 ნახვა

ამ ეტაპზე კომუნალურების გადასახდების გადავადების საკითხი არ დგას - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.   

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ რთული ფინანსური სიტუაცია და ბევრი ფინანსური გამოწვევა გვაქვს წინ. ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურიზაცია. ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ბიზნესებმა შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები. 

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ამ მომსახურების მომწოდებლები კერძო კომპანიებია, რომლებსაც რთული ვითარება უდგათ წინ და ბევრი პრობლემა აქვთ წინ, ამ ეტაპზე არ დგას საკითხი, რომ კომუნალური გადასახადების დაიფარება ან შეიძლება არ გადაიხადონ" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

 

COVID - 19 საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი