უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრები იკეტება

18 მარტი 2020, 11:30 929 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ  სამშობლოში დაბრუნების სურვილი, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები. 30 დღის განმავლობაში საზღვრებს ხურავს ევროკავშირი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში