შეღავათები კერძო სექტორისა და ბანკის მსესხებლებისთვის 

13 მარტი 2020, 18:08 1011 ნახვა

კორონავირუსის მიერ ეკონომიკაზე მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად საქართველოს მთავრობა ბიზნესსმენებს შეღავათების პაკეტს სთავაზობს. ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს  ქონების და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდება. 6 თვის საბანკო სესხის პროცენტს კი4-დან 50 ნომრამდე მქონე სასტუმროებს  სახელმწიფო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სუბსიდიით დაუფარავს.

ასევე, ქართულ ბაზარზე არსებული მსხვილი ბანკები მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სამთვიან სასესხო შეღავათებს აწესებს. მილიარდიანი პაკეტი ეკონომიკის სტიმულირებისთვის - მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დღეს ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი