იტალიის ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

12 მარტი 2020, 12:57 1806 ნახვა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დანიელე რუგანის კორონავირუსის COVID-19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად ის ასიმპტომურია. „იუვენტუსი“ ააქტიურებს კანონით მოთხოვნილ ყველა იზოლაციის პროცედურას, მათ შორის, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ტურინელებმა რამდენიმე დღის წინ მილანის „ინტერთან“ ითამაშეს, სადაც სათადარიგოთა სკამზე იყო დაინფიცირებული დანიელე რუგანი.

17 მარტს ტურინელები „ლიონს“ უნდა შეხვდნენ, თუმცა ,,იუვენტუსის’’ ფეხბურთელები სასწრაფო წესით და დაუყოვნებლივ მთელი გუნდით ორკვირიან კარანტინში გადავიდა.

,,ლიონთან’’’ თამაში არ შედგება და უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა, გადადებს მატჩს თუ იტალიელებს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის. იუვენტუსის“ გარდა კარანტინში გადავიდა მილანის „ინტერიც“. უეფა ორი არჩევანის წინაშე დადგა - იტალიური გუნდები ევროთასებიდან მოხსნას ან შეხვედრები გადადოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში