საქართველოს 7 რეგიონში ხანძარს ებრძვიან - ცეცხლი ტყეებს მოედო

11 მარტი 2020, 16:13 1684 ნახვა

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭოში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ასევე, ღია კერაა შენარჩუნებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭართალში, სადაც  შერეული ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 35 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იინფორმაციით, ამ დროისთვის [16:00 საათისთვის]  ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და სიტუაცია კონტროლს ექვედებარება:   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში, ქვემო ქართლში - დედოფლისწყაროში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგლევში და სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩქვალერში.

უწყების ცნობით, ბოლო 4 დღეში,  საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც  318 დასხმა განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე  ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში