აჭარის მაუწყებელში კრიზისის შესასწავლად, პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი უნდა შეიქმნას - EMC

09 მარტი 2020, 14:47 1985 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის იურისტები მოითხოვენ, რომ პარლამენტში შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი.

ასევე, სახალხო დამცველმა მოამზადოს შესაბამისი ანგარიში. 

ამ წუთებში EMC-ის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის რამდენიმე წევრს შორის მიმდინარეობს შეხვედრა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებიან. 

ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დაარწმუნოს იმაში, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური სარჩული აქვს.

 

ავტორი: მარიამ მაქასარაშვილი 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში