ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დღეს მალტას შეხვდება

05 მარტი 2020, 13:59 665 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაასრულა. დღეს კი ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად მალტას დაუპირისპირდება.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უახლოესი გასვლითი მატჩებისთვის მზადება 26 თებერვალს დაიწყო. 2 მარტს კი, მალტაზე გამგზავრებამდე ლევან ბაჯელიძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩის გასამართად მალტაზე 3 მარტს გაემგზავრა, სადაც გუნდს კაპიტანი ტატა მატვევა და ნახევარმცველი ანა ჩემინავა შეუერთდნენ. მალტისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: თეონა სუხაშვილი, თათია გაბუნია, თამარ ნადირაშვილი მცველები: ნინო სუთიძე, თამარ ტატუაშვილი, მარიამ კალანდაძე, ნათია სხირტლაძე, გვანცა ქადაგიშვილი, ელენე რაუხი, ნინო ჩხარტიშვილი ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე, თეონა ბაქრაძე, თამარ ქველიძე, მარიამ დანელია, ანა ჩემინავა, ნათია დანელია თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე ტატიანა მატვეევა, ხატია ჭყონია.

საქართველოს და მალტას ქალ ფეხბურთელთა შორის მატჩი დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ნაკრები შემდეგ შეხვედრას უკვე 10 მარტს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს. გასული 5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს, ხოლო მასპინძელი მალტა 1 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში