წყალბურთში თბილისის ,,დინამომ’’ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

04 მარტი 2020, 09:10 550 ნახვა

წყალბურთში თბილისის ,,დინამომ’’ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, მე-10 ტურის მატჩში ,,დინამო’’ თბილისმა ,,მარსელს’’ უმასპინძლა და 15:12 გაიმარჯვა. რევაზ ჩომახიძის გუნდს 9-ვე მატჩი წაგებული ჰქონდა, მათ შორის, მარსელშიც 7:17.

პირველი მეოთხედი ჩომახიძის გუნდმა 5:1 მოიგო და შეხვედრის მოგებისთვის მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა. მეორე მეოთხედი ფრედ 3:3 დასრულდა, მესამე მეოთხედში ,,დინამომ’’ სხვაობა კიდევ 3 ბურთით გაზარდა, ბოლო მოტხედში კი სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და 1:5 მოიგეს, მაგრამ ეს მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

თბილისელებს კიდევ 4 მატჩი აქვთ სათამაშო. შემდეგ შეხვედრას კი დედაქალაქელები 10 აპრილს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან ‘’ფერენცვაროშთან’’ გასვალზე ითამაშებენ.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში