თურქეთმა ირანთან საზღვარი დაკეტა

23 თებერვალი 2020, 18:43 703 ნახვა

მსოფლიო კორონავირუსის ეპიდ აფეთქებას ებრძვის. იტალიის ლომბარდიის ოლქში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 89 ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყანაში, ამ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს. ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა ატალიო ფონტანამ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში, კორონავირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით დაინფიცირების ფაქტები ფიქსირდება იტალიის ხუთ რეგიონში, რომელთაგან, ყველაზე მეტი, ლომბარდიაშია.

რეგიონის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ დაინფიცირებულთა საკარანტინოდ ორი სტრუქტურა მოამზადა. ირანში კი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 43-ს მიაღწია, რომელთაგან რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს, ამ დროისთვის ვირუსით სამხრეთ კორეაში ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, 600-ზე მეტი კი ინფიცირებულია. პრევენციულ ზომებს მიმართავს ირანიც, სადაც ვირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის 14 პროვინციაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში