„აპოლოში“ ზაზა ხალვაშის ცნობილი ფილმი - „ნამე“ ბრუნდება

20 თებერვალი 2020, 20:53 2705 ნახვა

დღეიდან, 20 თებერვლიდან, ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში“ დიდ ეკრანზე  ზაზა ხალვაშის „ნამე" ბრუნდება.  ჩვენებები 25 თებერვლის ჩათვლითაა დაგეგმილი. „ნამე“  საქართველოს მთებში გადაღებული ფილმია, რომელიც მულტი-რელიგიური ოჯახის ცხოვრებას ასახავს.

ფილმი საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა.  ჩვენებები ზაზა ხალვაშს ეძღვნება, რომელიც 4 თებერვალს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში