დააკავეს პირი, რომელიც დევნილს 10 000 ლარის სანაცვლოდ ბინის დაკანონებას დაჰპირდა 

18 თებერვალი 2020, 10:06 1653 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მოქალაქე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირს, ბინის დაკანონების სანაცვლოდ თანხას სთხოვდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დაეხმარებოდა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, ის სწორედ თანხის გადაცემის დროს აიყვანეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში