ნიკა მელიას საქმე - სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

14 თებერვალი 2020, 21:01 509 ნახვა

კრიტიკული მედიის დევნად შეფასებული ფაქტების პარალელურად, დევნაზე საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია. იგი საკონსტიტუციო სასამართლოსგან განაჩენს 10 მარტამდე ითხოვს. რადგან 10 მარტს იმ საქმის განხილვაა ჩანიშნული, რომელზეც არ არის გამორიცხული ოპოზიციონერი დააკავონ. საქმე მეორე ინსტანციის შემთხვევაში „ქართუს“ გაკოტრებას ეხება, საკონსტიტუციოში კი იმ უფლების ჩამორთმევას, რის მიხედვითაც მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატი აღარაა.

მას მანდატი 2019 წლის დეკემბერში შეუწყვიტეს. მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ მიიჩნია. ახლა მელია სწორედ ამ ეპიზოდს ასაჩივრებს, აცხადებს, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე არ უნდა უჩერდებოდეს და ეს ფაქტი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი