მთელი დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში

13 თებერვალი 2020, 20:15 1507 ნახვა

მთელი დღეა ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ტრადიციულად ნალექს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია. ახლაც შეზღუდვებია გზების გარკვეულ მონაკვეთებში. სამწუხაროდ, დიდთოვლობის კვალდაკვალ არ დაირღვა  ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების ტენდენციაც. დღის განმავლობაში ელექტროენერგია სხვადასხვა დროს გათიშული ჰქონდა რამდენიმე ასეულ აბონენტს. დიდთოვლობის შედეგად  ხულოში განვითარდა მეწყრული პროცესი, ქედაში კი ზვავი ჩამოწვა  ცენტრალურ გზაზე.

დღეს ერთი დღით სასწავლო პროცესი შეწყდა სამი მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო შტაბის სხდომა ჩანიშნა მთავრობის თავმჯდომარემ, რომელიც ამჟამად ხულოში იმყოფება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში