თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, სადმე მიმიწვიოს - ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტი გალანძღა  

12 თებერვალი 2020, 15:32 3747 ნახვა

 

ტვ პირველი ავრცელებს ვიდეოს, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გადაცემაში ტვ პირველის ჟურნალისტს თამარ ჩიხლაძეს საქციელს უწუნებს და ამორალურად მიიჩნევს. 

დეპუტატის შეფასება ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის გადაცემას მოჰყვა, სადაც მიწვეული იყო ადამიანი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს შვილებთან თანდასწრებით,  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა გადაცემაში განმარტა, რომ  ბრალდებული პოლიციის ძალადობის შესახებ საუბრობდა და მას მაგიტომ დაუთმეს ეთერი. 

ანრი ხანაშვილმა ეს ფაქტი უზნეობად მიიჩნია და ჟურნალისტს ამორალური უწოდა, რომელიც მისი თქმით ახალისებდა ძალადობას.   

"ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა.

ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეთერში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებასა და გიგი უგულავას დაკავებაზე სასაუბროდ მიიწვიეს, კითხვებზე პასუხს თავი აარიდა და საუბარი თამარ ჩიხლაძის კრიტიკით დაიწყო. ქართული ოცნების დეპუტატის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ჟურნალისტმა ეთერში ვახტანგ რობაქიძე მიიწვია ,რომელიც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როცა ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა "თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს. მორალი და ზნეობა იმხელა ფასეულობაა, ჩივილი [ჟურალისტური ეთიკის ქარტიაში] არაფერ შუაშია. აქ არის მორალის და ზნეობის საკითხი. თქვენ რომ თქვენი საქმიანობის შესრულების გამო მოქალაქე თავს დაგესხათ თქვენს შვილებთან ერთად და შემდეგ მე ვიყო ჟურნალისტი და ეს ადამიანი გადაცემაში მივიწვიო ისე, რომ ობიექტურად ჟურნალისტს არ მაინტერესებდეს, ჩავიდე ადგილზე და ვიკითხო, რა მოხდა, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ და ეს ძალადობის წახალისება არ არის?", - წერს ტვ პირველი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში