მებაჟეების დაჯილდოება

01 ოქტომბერი 2025, 14:05 101 ნახვა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებაზე ხელმძღვანელმა პირებმა უწყებათაშორისი დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას  ხაზი გაუსვეს და მასში ჩართულ თითოეულ წევრს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღინიშიშნა, რომ ერთობლივი დანაყოფი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესშიც აქტიურადაა ჩართული.

ჯგუფის მონაწილეობით, ბოლო 2 წლის მანძილზე  570 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 3 კილოგრამამდე „კოკაინია“ ამოღებული.

ასევე  საქართველოსა და საზღვარგარეთ სამართალდარღვევის არაერთი ფაქტია გამოვლენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე