ოქროსთვის ლევან არაბული იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ნუგზარ წურწუმია შეეცდება - ევროპის ჩემპიონატი

11 თებერვალი 2020, 10:20 346 ნახვა

იტალიის დედაქალაქ რომში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში. პირველ საჭიდაო დღეს გამართული ორთაბრძოლებიდან, საქართველოს ნაკრებს ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ოქროსთვის ლევან არაბული იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ნუგზარ წურწუმია შეეცდება.

55 კგ წონით კატეგორიაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ნუგზარ წურწუმიამ  ავსტრიის სახელით მოასპარეზე სარგის გევორგიზიანი აშკარა უპირატესობით - 8:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით მოლდოველ არტიუმ დელანუს სძლია.

ნახევარფინალში რუს ვიტალი კავალოევს დაეჭიდა და 2:6 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, წურწუმია დღეს თურქ დოგუშ აიაზჩსა და რუმინელ ფლორინ ტიტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველ დღეს მედლის მოპოვების შანსი დაკარგეს ლევან ქავჟარაძემ(63კგ), დემურ ქავთარაძემ(77კგ) და თორნიკე ძამაშვილმა(87კგ).

რაც შეეხება 130 კგ წონით კატეგორიის ფინალში გასვლა მოახერხა ლევან არაბულმა. ქართველმა გოლიათმა თავდაპირველად იტალიელი ელ მაჰდი როკარო 9:0 გაანადგურა, ხოლო შემდეგ, ამავე ანგარიშით, გერმანელი იელო კრამერი დაამარცხა.

ფინალის საგზურისთვის არაბული ფინელ არვი მარტინ სავოლაინენს შეხვდა და მეტოქეს ასევე 9:0 მოუგო. ფინალურ შეხვედრაში ლევანი რუმინელი ალენ ალეხუჩ ჩიურარიუს დაუპირისპირდება.

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დღეს, 11 თებერვალს, კიდევ 5 ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჩაერთვება. ესენი არიან: მირიან შავაძე (60 კგ.), გიორგი შოთაძე (67 კგ.), იური ლომაძე (72 კგ.), ლაშა გობაძე (82 კგ.) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.). წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი