დიდთოვლობისა და ყინვის გამო, ქედის 15 დან 13 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შედგა - მიზეზი აღსაზრდელების გამოუცხადებლობა გახდა.
ასევე, ორ სკოლაში, წონიარისსა და გოგიაშვილებში, გამოუცხადებლობის გამო გადაიდო სწავლა. დიდი თოვლის გამო, შეფერხებებია ელექტრო მომარაგებაში. შუქი არ მიეწოდება სოფელ აგარის 40 მდე ოჯახს. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, დაზიანებულ ადგილას მუშაობენ მობილური ჯგუფები.
ხულოში სააღმზრდელო პროცესი არ შედგა - უჩხოში, დიოკნისა და დანისპარაულის საბავშვო ბაღებში. თოვლის საფარი მაღალ სოფლებში ერთი მეტრია. ამის მიუხედავად, ამ სოფლებს შეუზღუდავად მიეწოდებათ ელექტრო ენერგია.
რაც შეეხება შუახევს - აქაც სამ სკოლაში შეჩერდა სწავლის პროცესი. ნაღვარევის, ცხემლისის და ჟანივრის საჯარო სკოლებში მოსწავლეების არ გამოცხადნენ.
სააღმზრდელო პროცესი კი იგივე მიზეზით არ შედგა ხიჭაურის, უჩამბის, ბუთურაულის ჭალა- წყაროთას ბაღებში. დაბა შაუხევში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრია. მაღალ ზონაში 1 მეტრი.
ლიპყინულისა და თოვლის გამო შეფერხებებია გზებზე ( სამივე მუნიციპალიტეტში) გადაადგილება ორიხიდიანიი ავტომანქანებითაა შესაძლებელი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში მუშაობს საგანგებო შტაბები, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ.