აჭარის მაღალი ზონის სოფლებში  თოვლის საფარი 30, დაბლობში კი 5-10 სანტიმეტრია

02 თებერვალი 2020, 12:00 1422 ნახვა

აჭარის მაღალი ზონის სოფლებში  თოვლის საფარი 30, დაბლობში კი 5-10 სანტიმეტრია.  ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის გაწმენდა 10 სოფლის მიმართულებითაა საჭირო, გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები  არ ტარდება. მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში