ე.წ იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ კრიტერიუმები მერიამ დააზუსტა

30 იანვარი 2020, 18:17 2873 ნახვა

ფართობი, გადახდის ვადები და პირობები -  ე.წ იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ კრიტერიუმები მერიამ დააზუსტა, საკრებულომ კი მონაცემები დღეს დაამტკიცა. პროექტი საშუალო ფენაზეა გათვლილი, რაც არასწორად მიაჩნიათ სამოქალაქო სექტორს იმ ფონზე, როცა ქალაქში ბევრი სოციალურად დაუცველია. ამ ეტაპზე გასანაწილებელია ორ კორპუსში 40 ბინა.  1 კვადრატული მეტრი ფართობის თვითღირებულება 1 083 ლარით განისაზღვრა. თანხა ბინის მესაკუთრემ 15 წელში  უნდა დაფაროს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი