ბათუმში ორ ჩინელ მოგზაურს ექიმები აკვირდებიან, მათ ტემპერატურა დაუფიქსირდათ - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

29 იანვარი 2020, 14:49 9435 ნახვა

 

ბათუმში, ორ ჩინელ მოგზაურს ექიმები აკვირდებიან, მათ ცხელება ჰქონდათ და ტემპერატურა 37 გრადუსი დაუფიქსირდათ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ტურისტებს მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო. 

გამყრელიძის თქმით, მოგზაურები ვუხანიდან არ არიან, მაგრამ იმ რეგიონში ცხოვრობენ, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს.  

 "გუშინ  ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს, დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი