მოსამართლემ პროტესტის გამო გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ გამოაცხადა

27 იანვარი 2020, 15:05 476 ნახვა

7 ბრალდებულიდან უდანაშაულოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, მხოლოდ ერთი, არჩილ ვანაძე გამოაცხადა. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს  კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.   მოსამართლემ მიიჩნია, რომ მას განზრახ თანხის გაფლანგვაში მიუძღვის ბრალი.  

თენგიზ პეტრიძე, ბაგრატ მანველიძე,  ვლადაიმერ ხინთიბიძე და ბექა ხალვაში, რომლებიც  გასულ წლის ოქტომბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,  20 000 ლარიან ჯარიმას გადაიხდიან.  

ეგასლარ ლომაძეს წელიწადის და 6 თვის გატარება მოუწევს. საქმის პროკურორმა შესაძლოა  მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მოსამართლემ ვეღარ მოახერხა ეთქვა, რამდენი ლარით დაჯარიმდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რადგან  დარბაზში განაჩენი გააპროტესტეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში