ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

25 იანვარი 2020, 11:24 375 ნახვა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. 1300-ზე მეტი ადამიანი კი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულია. აქედან 1200-ზე მეტი ჩინეთში.

ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთსა და ავსტრალიაში.

მანამდე ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და სინგაპურში.

კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში