მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები 65 ოჯახი დახმარებას ითხოვს

21 იანვარი 2020, 18:02 2804 ნახვა

 მეწყრული კერები და ნაპრალები ფერდობებზე, რომლებიც  მთავარის კამერამ სოფელ ვერნებში,  დასახლებულ ადგილთან ახლოს დააფიქსირა. სოფელში სულ 65 ოჯახი ცხოვრობს, ამბობენ, რომ აქ მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ განვითარდა, თუმცა ახლა შექმნილ სურათს საგანგაშოდ მიიჩნევენ.

პრობლემური ტერიტორია გეოლოგებმა ვიზუალურად უკვე შეისწავლეს, თუმცა ხელახლა სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ,  საფუძვლიანად კიდევ ერთხელ გაეცნობიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში