„ზარალას პროექტი ბათუმს აზარალებს“ - რივიერას მშენებლობა ამჯერად თბილისში გააპროტესტეს

20 იანვარი 2020, 18:06 1464 ნახვა

„ზარალას პროექტი ბათუმს აზარალებს“ - რივიერას მშენებლობა ამჯერად თბილისში გააპროტესტეს.  აქციის ორგანიზატორების აზრით,  ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმის, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ ინტერესს არ ითვალისწინებს. ამბობენ, რომ ამ პროექტით ბათუმი ზარალდება, რადგან ზღვისპირა ქალაქი ბეტონის ჯუნგლებს ემსგავსება.

მონაწილეები ითხოვენ, ეკონომიკის სამინისტრომ გააუქმოს ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა. ქალაქის მერი კი ამბობს, რომ რივიერა ქალაქის განვითარებას ემსახურება. რაც შეეხება პროტესტს, ამბობს რომ  მოქალაქეების მცირე ჯგუფია მშენებლობის წინააღმდეგი. მშენებელი კომპანია საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა მშენებლობის შეჩერებას გამორიცხავენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში