აჭარა საქართველოს მასშტაბით საუკეთესო სპორტულ რეგიონად დასახელდა

18 იანვარი 2020, 20:38 445 ნახვა

აჭარა 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონია - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

აჭარას სტატუსი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტის მხარდაჭერითვის გადაეცა.

სამინისტროს შემაჯამებელ ღონისძიებაზე, "წლის სპორტსმენი" 11 ნომინაციაში  დასახელდა, საუკეთესოებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი:

ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო);

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა); გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);

ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა);

ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა);

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული კი, წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს მიენიჭა. 

სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ვეტერანი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც გასულ წელს ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი