წყლით სავსე ორმოები სამი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე

17 იანვარი 2020, 20:20 1381 ნახვა

დაზიანებულია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ნაწილიც. განსაკუთრებით  ქედის მონაკვეთი. ამბობენ, რომ თითქმის 2 წელია რაც ამ მდგომარეობაშია და ყურადღებას არავინ აქცევს. ორმოებს დროდადრო მხოლოდ ქვიშით ავსებენ, რაც გაწვიმებისას ისევ პრობლემებს ქმნის.

ავტომანქანების მძღოლებს ცალ მხარეს და შეიძლება ითქვას ქაოსურად უხდებათ გადაადგილდებიან. ესეც დამატებითი საფრთხეა. ამასთან, გზით სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. მოსახლეობა მძიმე შედეგებამდე გზის კაპიტალურად მოწესრიგებას ითხოვს. საგზაო დეპარტამენტი კი პროექტირებას ახლა გეგმავს და სამუშაოების დაწყებას გაზაფხულამდე ვერ აანონსებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში