საქართველოს ნატოში გაწევრიანება 2019 წელს გამოკითხულთა 4% ნაკლებს სურს - NDI

16 იანვარი 2020, 11:07 1504 ნახვა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოსახლეობისთვის დასმულ კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, გამოკითხულთა 74 პროცენტი ამბობს, რომ კი. მოსახლეობის 14%-თვის მიუღებელია, 11% კი არ იცის კითხვაზე პასუხი. 

2018 წელს ჩატარებული კვლევების დროს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი: მისაღებია გამოკითხულთა 78 პროცენტმა გასცა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 4 % შემცირებულია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში