უპატრონო ძაღლების გაზრდილი რაოდენობა და თავშესაფრისთვის შემცირებული თანხა

15 იანვარი 2020, 20:35 1634 ნახვა

ბათუმში, მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ზრდის ფონზე, მერიამ მოვლისთვის ბიუჯეტი შეამცირა. ერთხელ უკვე ჩავარდნილი ტენდერი კი განმეორებით გამოაცხადა, ანუ პროგრამა ამჟამად შეჩერებულია. ტენდერში აქამდე არაერთხელ გამარჯვებულ „სევერს“მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს. მიზეზად სავარაუდოდ შემცირებული ბიუჯეტი სახელდება.

სხვათა შორის მოსავლელი ძაღლების რაოდენობის ზრდას ბათუმის მერიც აღიარებდა, მაგრამ მას დღეს არ გაუცია კითხვაზე პასუხი - მაშინ რატომ შეამცირა ბიუჯეტი. სანამ პროგრამა შეჩერებულია, მოქალაქეები ბათუმში ძაღლების ცივი ზამთრისგან დასაცავად კამპანიაში ერთვებიან.

12 კერა 14 დღეში - ასეთია ლევან ჩხაიძის ინიციატივის შედეგი. მოქალაქე  მიუსაფარი ძაღლებისთვის ქუჩებში ფერად, ხის სახლებს აწყობს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი