ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მხარეთა შორის მორიგება არ შედგა

09 იანვარი 2020, 14:21 1214 ნახვა

მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოში მხარეთა შორის მორიგება არ შედგა.ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ევროსასამართლოსგან, მიღებული წერილის თანახმად აცხადებს, რომ საქმეზე ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებმა მორიგებაზე უარი განაცხადეს“. ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

სასამართლომ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა. მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასული წლის 6 ივნისს წარედგინა.

დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს.ოჯახის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში იცავს იემსი  და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი.  

მაჩალიკაშვილები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში