ირანსა და ერაყში არსებული ვითარება - ნატო-ს ელჩები საგანგებო სხდომას გამართავენ

06 იანვარი 2020, 11:01 1099 ნახვა

დღეს ნატო-ს ელჩები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. შეხვედრა  ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწვევით ტარდება და  ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც „ძალიან სწრაფად გაანადგურებს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში