ცრურწმენები, უცნაური და სახალისო წესები - საშობაო ტრადიციები ევროპის 7 ქვეყანაში

24 დეკემბერი 2019, 17:51 2999 ნახვა

ევროპაში საშობაო-სადღესასწაულო განწყობა დიდი ხნით ადრე იქმნება - ქალაქში ჩნდება მორთული საახალწლო ნაძვის ხეები, ეწყობა საშობაო ბაზრობები. საინტერესოა, როგორი ტრადიციები არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში. 

იტალიაში დღესასწაულისთვის მზადება 8 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულის შემდეგ იწყება. ამ დღეს ყიდულობენ ნაძვის ხეს ან მოაქვთ ტყიდან. შობის მთავარი ნაწილია წმინდა პეტრეს მოედანზე მიმდინარე მესაა. ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, იტალიელები ყოველ შობა დღეს იკრიბებიან საოჯახო სუფრასთან. ტრადიციის მიხედვით იტალიელები ამ დღეს ფანჯრიდან მოძველებულ ნივთებს ისვრიან, ამით მთელი განმავლობაში დაგროვილ უსიამოვნებებს ემშვიდობებიან.  იტალიელების საშობაო მენიუ ძირითადად ბულიონიანი პელმენებისგან, ფარშირებული ხორცისგან, ტკბილი ფუნთუშების ან მილანური კულიჩებისგან შედგება. ზოგ მხარეში მიირთმევენ შემწვარ ვირთევზას ან ქორჭილას თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ.

საფრანგეთში  საშობაო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მზადდება 6 კერძი და 13 დესერტი. შობას მთელი ოჯახი იკრიბება სადღესასწაულო ვახშამზე, რომელსაც Le reveillon-ს უწოდებენ. ამ სუფრაზე წარმოდგენილი კერძებიდან გამორჩეულად უნდა აღინიშნოს შემწვარი იხვის, სპეციალური ჯიში - ტულუზური, რომელიც 12 კილოგრამს იწონის.

გერმანიაში  შობის ამ პერიოდში სადღესასწაულო ბაზრობები, ქალაქების ცენტრალურ მოედანზე, ფერადი განათებებით მორთულ საშობაო ქოხებში იმართება. საშობაო სუფრაზე უპირატესობას გოჭის ხორცისგან დამზადებულ კერძებს, ასევე უპირატესობას დარიჩინიან ბრინჯის პუდინგს, თეთრ სოსისს და მაკარონის სალათს ანიჭებენ. ყველაზე გამორჩეულად გერმანული თაფლაკვერს და გლიტვეინს შეხვდებით.

ესპანეთში  საშობაო ვახშამზე ოჯახი მიირთმევს „მეფეთა“ პასქას, რომელსაც რგოლის ფორმა აქვს და მასში პატარა ფიგურაა ჩადებული, თუ პასქაში დამალული სიურპრიზი შეხვდებათ იმ დღეს ის „მეფედ“ ითვლება.  ტრადიციულ სუფრას ამშვენებს „ტურონი“, რომელიც მზადდება ნუშისა და თაფლისგან, მარციპანი, ჩირი, შემწვარი ბატკანი და ზღვის პროდუქტები. ოჯახის წევრები, ისინიც კი, რომლებიც შორს ცხოვრობენ, აუცილებლად ერთად იკრიბებიან. 

ფინეთში  დღესასწაული საშობაო მშვიდობის გამოცხადებით იწყება. ეს ტრადიცია ყველა ტელეარხით გადაიცემა. შემდეგ კი ყველა ოჯახი საფლავებზე გადის, ბოლოს კი საუნაში. ეს ყველაფერი კი იმისთვისაა ხდება, რომ დღესასწაულში გარდაცვლილებმაც "მიიღონ" მონაწილეობა.

პოლონეთში  სჯერათ, რომ შობა განსაზღვრას მთელ მომავალ წელს, რის საფუძველზეც შობა დღის აღნიშვნას მხიარულ გარემოში ცდილობენ, დღესასწაული ცაზე პირველი ვარსკვლავის გამოჩენისთანავე იწყება. სუფრაზე საკვები ხორცის გარეშე მზადდება.

უნგრეთში  წინასაშობაო დღესასწაულები 13 დეკემბერს, მოციქული ლუკას ხსენების დღეს იწყება. გაუთხოვარი უნგრელებისთვის ეს განსაკუთრებული დღეა: ისინი ერთად იკრიბებიან, მკითხაობენ და 13 ფურცელზე კაცების სახელებს წერენ. შობამდე კი თითო ფურცელს აკლებენ. ბოლო ფურცელზე კი მათი მომავალი ქმრების სახელი წერია. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი