სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ

20 აპრილი 2016, 00:00 3183 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის სოფლის მეურნეობაში კორუფციის ფაქტებზე საუბრობს. ირაკლი ბარამიძის ინფორმაციით, სამინისტროში ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ორივეჯერ მოიგო კომპანიამ, რომელმაც სამინისტროს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. საუბარია კომპანია "გრინჰაუსზე," რომელმაც სასათბურე კონსტრუქციების შესაძენად 500 ათასი, განმეორებით კი 480 ათასი ლარი გადაუხადა. რა კავშირი შეიძლება არსებოდეს კომპანიასა და სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის, ბარამიძე ინფორაციას არ ფლობს. იგი ეჭვობს, რომ სამინისტრომ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებს, რომლებიც 100 ლარით ნაკლებ ფასს სთავაზობდნენ, ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების საშუალება არ მისცა. ოპოზიციონერი დეპუტატი საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართავს. 

ამავე კატეგორიაში