რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

24 დეკემბერი 2019, 10:58 2228 ნახვა

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში სამხედრო ავიაგამანადგურებელი სუ-57 ჩამოვარდა და განადგურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, მათივე ცნობით პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. 

წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც  კომსომოლსკის საავიაციო ქარხანას ეკუთვნოდა, ძრავის გამოცდის დროს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა აეროდრომიდან 120 კილომეტრში მოხდა.

ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზებად გაუმართაობა და მფრინავის შეცდომა სახელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში