ნათია ზოიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

23 დეკემბერი 2019, 15:23 2404 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე  აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში პროკურატურისთვის მიმართვიდან  9 დღის  შემდეგ დაიბარეს. ნათია ზოიძე დირექტორის მხრიდან თვალთვალისა და უკანონო მიყურადების  შესაძლო ფაქტებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

იურისტის განმარტებით,შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა შრომით საქმიანობაში ჩარევისა და ნათია ზოიძის სატელეფონო საუბრების გამოყენებით შესაძლო შანტაჟის ფაქტზე დაიწყო. პაატა დიასამიძის თქმით, გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ნათია ზოიძეს დირექტორი მას საინფორმაციო პოლიტიკისგან ჩამოშორება ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში