გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება - ევროკავშირი

21 დეკემბერი 2019, 11:25 1262 ნახვა

ევროკავშირი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მოლოდინს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბატონ გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების შეუზღუდავი თავისუფლების აღდგენისთვის, დაუყოვნებლივ და გადაუდებლად გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობას“-ნათქვამია განცხადებაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში