შს მინისტრის შეფასება აქციებზე

19 აპრილი 2024, 18:14 474 ნახვა

ინტერპელაციით გათვალისწინებული შეკითხვების გარდა, შსს მინისტრს დაუსვეს 16,17 და 18აპრილს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ კითხვები. თავიდანვე დააანონსა ოპოზიციამ რომ კითხვები იქნებოდა მწვავე და რომ საპარლამენტო ტრიბუნას ამისთვის აუცილებლად გამოიყენებდნენ. მოკლედ ვახტანგ გომელაურს მოსთხოვეს პასუხი, რას ფიქრობდა ის აქციებთან დაკავშირებით და იყო თუ არა ადეკვატური ძალოვანი უწყების რეაგირება. მინისტრის თქმით, სამართალდამცველები იცავდნენ თითოეული ადამიანის უფლებასა და უსაფრთხოებას და რომ თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის თანამშრომლების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა და დაამატა, რომ აქცია მალევე გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მინისტრის შეფასებით გარკვეული ძალების მიზანი ესკალაციის შექმნა იყო.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში