მე მესმის, რასაც ამბობს სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთის ელჩი პრეზიდენტზე

19 დეკემბერი 2019, 18:23 910 ნახვა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ამბობს, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და განცხადებები მისაღებია. დიეგო კოლასმა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში, რადგან მას ძალიან ძლიერი დიპლომატიური გამოცდილება აქვს.

 ჟურნალისტი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ხშირად სკანდალებს იწვევს. საინტერესოა როგორ აღიქვამთ დიპლომატები მის განცხადებებს? თქვენთვის არის გასაგები მისი გზავნილები ან განცხადებები?

საფრანგეთის ელჩი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს პრეზიდენტი. ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, მე მესმის რასაც ამბობს. მე მას ვნახულობ, მაქვს მასთან დიალოგი, მესმის, ის დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში, რადგან ძალიან ძლიერი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ვთვლი, რომ ზოგჯერ განსაკუთრებული რეაქციებია მის გამონათქვამებთან დაკავშირებით, მაგალითად როდესაც ის აქებს ქართულ მეცნიერებას ვეთანხმები მას. ეს ყოველივე ეხმარება საქართველოს, საფრანგეთს და მის საერთაშორისო პარტნიორებს,"- განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 
ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში