ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა - ბოდიში ლუკა

18 დეკემბერი 2019, 00:14 3234 ნახვა

ბათუმში, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, საოლიდარობის აქცია გაიმართა, მემედ აბაშიძის გამზირზე,  ტელევიზიის წინ, მოქალაქეებმა მდუმარედ გამოუცხადეს სოლიდარობა დაღუპულის ოჯახს. სანთლებით დაწერეს გარდაცვლილი მოზარდის სახელი, ხოლო გზაზე გაკეთდა წარწერა - "ამ ცხოვრების დედაც".

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ სისტემამ იმსხვერპლა მოზარდი,  ეს კი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და სასწრაფოდ მოხდეს დამნაშავეების დასჯა.  "დიდი ხანია სამოქალაქო ორგანიზაციები საუბრობენ, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ეს ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტია. ვითხოვთ, რომ ძალიან სწრაფად მოახდინოს ამაზე სახელმწიფომ რეაგირება. ძალიან ბევრი ბავშვი შეიძლება იყოს მსგავს და არანაკლებ რთულ სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს თავის პოლიტიკას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, იმიტომ, რომ ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ ირღვევა" - ამბობს ციალა ქათამიძე.

კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართა, სადაც პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ევროპის მოედანზე ისინი დიდი პლაკატით მივიდნენ.

"რომ არ ვიყოთ საბჭოთა სისტემაში ჩარჩენილები, ეს ტრაგედია არ გვექნებოდა. ტრაგედიამ გვაჩვენა, რომ სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს. ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის მიზეზსა და შინაარსზე ეზრუნა თუნდაც განათლების სამინისტროს, თუნდაც შსს სამინსიტროს, ვნახეთ რომ სისტემამ ფასადი ამჯობინა და ვალი მოიხადა, როცა ამ წარწერის გამო პოლიცია გამოიძახეს და ფორმალურად ვალდებულება შეასრულეს, პოლიციამ კი თავის მხრივ სტატისტიკისთვის, გახსნილი საქმისთვისადამიანი მიიყვანა თვითვმკვლელობამდე" - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საკრებულოს დეპუტატამა, მირდატ ქათამაძემ.


ლუკა სირაძე თბილისში, იაშვილის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა. ოჯახი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამომძიებლებს ადანაშაულებს, რომლებმაც ლუკა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო „ამ ცხოვრების დედაც“, დაკითხვაზე ჰყავდათ. 

 

.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში