მშენებლობა და ტურიზმი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მიზეზად სახელდება

12 დეკემბერი 2019, 20:50 1955 ნახვა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება - მონაცემებს საქსტატი და აჭარის მთავრობა ასაჯაროვებენ. სტატისტიკის თანახმად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეორე კვარტალში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კლების ფონზე, მესამე კვარტალში ინვესტიციები გაზრდილია.

ზრდა თვალშისაცემია, რადგან გასული წლის ზაფხულში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მხოლოდ სამ მილიონამდე იყო, წელს კი 50 მილიონ ლარზე მეტია. მთავრობაში აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ 9 თვის მონაცემი ჯამურადაც მეტია ვიდრე გასული სრული წლის შედეგი. რატომ  იყო ჩავარდნა შარშან და რის ხარჯზე გაიზარდა ინვესტიციები წლის მესამე კვარტალში?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში