ბათუმი რივიერას ტერიტორია შემოიღობა - პროექტი გარემოზე ზემოქმედების კვლევის გარეშე

09 დეკემბერი 2019, 20:07 2278 ნახვა

„სილქ როუდ ჯგუფი“ სატესტო ხიმინჯების მოწყობას იწყებს და ცათამბჯენების ასაშენებლად ემზადება. კომპანიამ ისტორიული ბათუმის კონცხი შემოღობა და სამომავლოდ სამშენებლო ნებართვების მიღებაშიც დარწმუნებულია.

კომპანიაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად კვლევებს იშველიებენ. ბათუმის მერის დამოკიდებულება კი კვლევების გარეშეც ცნობილია. ლაშა კომახიძეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ვიცით, რომ მას ცათამბჯენები მოსწონს.

ცათამბჯენები არათუ არ მოსწონთ, არამედ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საზოგადობრივ გაერთიანებებში. აქ გარდა იმისა, რომ ისტორიული იერსახის დამახინჯებას ელიან, საფრთხეებზეც საუბრობენ. ითხოვენ რომ გარემოზე ზემოქმედების კვლევაში არა კომპანია, არამედ მერია ჩაერთოს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე კი მოსახლეობის ნაწილის დამოკიდებულებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მიმართულების შეცვლას ჟურნალისტი ცდილობს, სინამდვილეში კი ვისაც თავად შეხვდა პროექტი მოსწონს და დასაქმებასაც ელის. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში