ბათუმელი სპორტსმენი ტაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

09 დეკემბერი 2019, 15:55 1036 ნახვა

საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში, რომელსაც მინსკი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა დღეს დასრულდა. ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა და მასში 945 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენი, მიხეილ გავრილჩენკო (51კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა. გავრილჩენკომ ოთხი ბრძოლიდან ოთხივე მოგებით დაასრულა, ფინალში რუს მეტოქეს 16-4 სძლია და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი