8 დეკემბრიდან მატარებლები ახალი გრაფიკით ივლიან

07 დეკემბერი 2019, 12:33 4764 ნახვა

ხვალიდან, 8 დეკემბრიდან ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ცვლილებები შედის ყოველდღიურ, დღეგამოშვებით არსებული ჩქარ, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში.

„მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

ყოველდღიური ჩქარი მატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 13:00 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩავა 23:00 სთ -ზე;

ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი, თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩავა - 22:35 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩავა 12:55 სთ -ზე;

დღეგამოშვებით მსვლელობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 0:45 სთ - ზე, ბათუმში ჩავა - 5:55 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩავა 5:55 სთ -ზე.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ მატარებლების განრიგი ზამთრის სეზონზე უკვე რამდენიმე წელია იცვლება. მათივე განმარტებით, ახალი განრიგით მატარებლები ერთი წლის განმავლობაში იმოძრავებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი